logo
ENG



"ოცნების" მზადება რუსული კანონის ასამოქმედებლად

31 ივლ 202420:27
3 წუთის საკითხავი
 

რეპრესიების გამკაცრება, ფინანსური სანქციები და ორგანიზაციები არსებობის რეალური რისკის წინაშე - ეს რეალობა უკვე დადგა, ხვალიდან რუსული კანონი სრულად ამოქმედდება. სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს აგენტებად დარეგისტრირებას უკვე კანონი დაავალდებულებს, უარის შემთხვევაში კი მთელი რიგი იძულებითი ზომები ემუქრებათ. განწყობა მაინც უცვლელია, საკუთარი ნებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირებას არავინ გეგმავს. მთელი მოლოდინი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოსკენაა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, შეაჩერებს თუ არა რუსული კანონის მოქმედებას.

 


close დახურვა